ვარდი და მისი ფერები

ვარდი – სილამაზის და სიდიადის სიმბოლო, მუდამ იყო და არის ყვავილების დედოფალი. ვარდის ჩუქებით გრძნობების გამოხატვის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. თაიგულის საშუალებით შესაძლებელია გამოიხატოს სიყვარული თუ სიძულვილი, პატიება თუ ხელის თხოვნა.  სხვადასხვა ფერის ვარდს სხვადასხვა დატვირთვა აქვს:

Continue reading

ვწეროთ თუ არა…

ბლოგის შექმნის და რაიმეს დაწერის აზრი რამდენჯერაც მესტუმრა, იმდენჯერ კარი მივუხურე.

რატომღაც ვფიქრობდი (პრინციპში ახლაც ასე ვფიქრობ), რა უნდა დავწერო ისეთი, რასაც სხვა არ წერს? რატომ მაინც და მაინც ჩემი პოსტების წაკითხვის სურვილი გაუჩნდება ვინმეს, როცა ინტერნეტ სივრცე სავსეა ბლოგერებით? (რამოდენიმე მათგანი ძალიან მომწონს, ამაზე ცალკე…)

მაგრამ წერის სურვილი იმდენად ხშირად მიჩნდება, რომ ბოლოს გადავწყვიტე თეთრი ალამი ამეფრიალებინა.

მკითხველისთვის ჩემი აზრების თავზე მოხვევას ნამდვილად არ ვაპირებ. უბრალოდ, დავწერ…

მოკლედ, გადაწყვეტილება მიღებულია, ბლოგი შექმნილია. დანარჩენი კი დროთა განმავლობაში გამოჩნდება.